”სოციალური მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდი” გთავაზობთ კონკურს ”სოციალური მედია განვითარებისათვის”.
კონკურსი ოფიციალურად სტარტს 27 მაისს იღებს და 10 ივნისამდე გასტანს. დაინტერესებულმა ბლოგერებმა და სოციალური მედიის ექსპერტებმა 10 ივნისამდე უნდა გამოაგზავნონ 1 ან 2 გვერდიანი პროექტი, რომელშიც ასახული იქნება მოკლე კონცეფტუალური ხედვა შემდეგ თემებზე:

პროექტების თემატიკები:

1. სოციალური მედია და დასაქმება;
2. სოციალური მედია წიგნიერების ამაღლებისთვის;
3. სოციალური მედია, როგორც ფულის შოვნის საშუალება
4. სოციალური მედია მთავრობაში;
5. სოციალური მედია საზოგადოებრივი პრობლემების დაძლევის სამსახურში(ნარკომანია, ძალადობა… და ა.შ);
6. სოციალური მედია სიტყვის თავისუფლების განვითარებისთვის;
7. სოციალური მედია საზოგადოებაში ტოლერანტობის ამაღლებისთვის;
8. სოციალური მედია საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის;
9. სოციალური მედია ტურიზმის განვითარებისთვის;
10. სოციალური მედია პოლიტიკური კულტურის ამაღლებისათვის(მოქალაქეობრივი შეგნების ამაღლება;
11. სოციალური მედია ქვეყანაში მომსახურების გაუმჯობესებისათვის;
12. სოციალური მედია ტრადიციების შენარჩუნებისათვის
კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ბლოგინგში გამოცდილების მქონე ადამიანს შეუძლია რომელსაც გააჩნია ნებისმიერი თემატიკის ბლოგი და აღნიშნული ბლოგი აქტიურ განახლებად რეჟიმშია.

შერჩეული 20 პროექტის ავტორი მოწვეულ ექსპერტებთან ერთად დაპატიჟებული იქნება გასვლით 2 დღიან კონფერენციაზე ზღვის სანაპიროზე, სადაც იდეების ავტორი ბლოგერები ექსპერტების მხრიდან პროფესიულ რჩევებს მიიღებენ და მოხდება აღნიშნული პროექტების ავტორების მხრიდან განხორციელების სტრატეგიის დასახვა. ღონისძიების ფარგლებში ასევე სოციალური მედიის და ბლოგინგის განვითარების სხვა საკითხების განხილვა განხორციელდება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პროექტები უნდა გამოაგზავნონ ელ.მისამართზე: socmedia@mail.com საუკეთესო პროექტებს შეარჩევს ჟიური.

ბლოგერმა უნდა წარმოადგინონ პროექტები შემდეგი ფორმით:

საპროექტო განაცხადის ფორმა

Advertisements

15 responses »

  1. gijmaj ამბობს:

    1. კონრეტულად როდის იქნება კონფერენცია?
    2. რა არის პროექტის შეფასების კრიტერიუმები?
    3. რატომ არ აქვს საპროექტო განაცხადს ბიუჯეტის ფორმა, თუ პროექტი რეალურად უნდა განხორციელდეს?

    • socialmediafoundation ამბობს:

      კონფერენცია იქნება 18-19 ივნისს, პროექტის შეფასების კრიტერიუმები არის ის, თუ რამდენად სწორად ასახავს არსებულ სიტუაციას, რამდენად არსებობს ის პრობლემა რეალურად, რომელსაც კონკურსანტი აყენებს და რამდენად ადექვატურია გადაჭრის გზები. პროექტები დეტალურად განხილული იქნება კონფერენციაზე.

  2. anna ამბობს:

    ამ ფორმაში არ იყო მითითებული სახელი გვარი და ა.შ როგორ უნდა ჩამეწერა, როცა თავიდან გადმოვწერე. დაწერე კიდეც და მეორედ გადმოწერისას ვხედავ რომ ცოტა სხვანაირად უნდა ჩამეწერა . :შ რა ვქნა ახლა, როცა გამოვაგზავნე უკვე?:ს

  3. Sweet ამბობს:

    ბლოგის ქონა აუცილებელია? o_O

  4. kontua ამბობს:

    da pasuxebi rois gaxdeba cnobili?

  5. Jessie ამბობს:

    ამ წამს გამოგიგზავნეთ 😦 იმედიაარ დამაგვიანდა 🙂 მანამდე ვერ მოვაბი თვი

  6. Sweet Baby Girl ამბობს:

    გასრულდა ესე ამბავი ვითა სიზმარი ღამისა? 😀

  7. anina ამბობს:

    პასეუხები გვინდა!

  8. Sweet Baby Girl ამბობს:

    ჰა ეხლა მოიწერეთ იმეილებზე მალე პასუხები. 20 კაცი ელოდება მითითებებს. იქ პრეზენტაცია თუ უნდა გავაკეთოთ და რაღაცები, წინა დღეს ვერ გავაკეთებთ.

  9. […] წინასწარ კონკურსი იყო გამოცხადებული, სადაც შენს მიერ დაწერილი პროექტი […]

  10. […] იდეები გაუზიარეს. მათ მიერ წარმოდგენილი პროექტები ჟიურიმ […]

  11. […] კვირით ადრე გამოცხადდა კონკურსი “სოციალური მედია განვითარებისთვის&…. მასში მონაწილეობის მიღება […]

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s