24 საათი ონლაინ ცხოვრებიდან!

სოციალური მედიის სიახლეების ძიებისას ერთ ძალიან საინტერესო სტატისტიკას წავაწყდი. რა ხდება 24 საათის განმავლობაში ინტერნეტში. გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს,  რად ონლაინ სივრცეში ყოველდღიურად მიმდინარეობს:

  • 294 მილიარდი მეილი იგზავნება.
  • 2 მილიონი ბლოგ პოსტი იწერება.
  • 4,7 მილიარდი წუთი იხარჯება facebook-ში.
  • 864 000 საათი ვიდეო იტვირთება youtube-ზე.
  • უფრო მეტი  iPhone იყიდება ინტერნეტში, ვიდრე ადამიანი იბადება დედამიწაზე.

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ცხრილი:

Advertisements

facebook-ის გვერდები იცვლება

თაიმლაინი

 

facebook-ზე პროფილებთან და ჯგუფებთან ერთად page-ებსაც შეეცვალა დიზაინი და სტრუქტურა. გვერდები, ისევე როგორც პროფილები 30 მარტიდან “თაიმლაინი” ხდება, თუმცა სურვილის მიხედვით ახლაც შესაძლებელია შეცვლა.

გარდა იმისა, რომ გვერდს განსხვავებული დიზაინი ექნება, უფრო ფართო იქნება და სტრუქტურულადაც შეიცვლება, მას კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატება, როგორიცაა “მესიჯები”, რომლის ნახვაც, მხოლოდ გვერდის ადმნისტრატორებს შეეძლებათ და არ იქნება საზოგადო.

facebook-ის საკრეტიდო ხაზი იზრდება

სოციალური ქსელიმსოფლიოში უმსხვილესი სოციალური მედიის ქსელი – Facebook ძირითადი გადასახადების დასაფარად $2.5 მილიარდიანი საკრედიტო ხაზის გაზარდას გეგმავს, როგორც კომპანისათან დაახლოებული ანონიმური წყაროები იუწყებიან.
სოციალური ქსელი, რომლის საკრედიტო მოცულობა ბოლო 6 თვის მანძილზე ორი მესამედით გაიზარდა, ცდილობს მისი მყარი პოზიციიდან გამომდინარე მეტი სარგებელი ნახოს და სწრაფად მზარდი კომპანიისთვის მეტი ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვოს. Reuters-ის ცნობით წყაროებმა, რომელთაც ეს ინფორმაცია გაავრცელეს სახალხოდ საუბარს თავი აარიდეს, ვინაიდან მათ ამის უფლება არ გააჩნიათ. კომენტარზე უარი გაანცხადა Facebook-ის წარმოამდგენელმაც. თუმცა თავის მხრივ კომენტარი გააკეთა GSV Capital-ის დირექტორმა, რომელიც Facebook აქციების წილსაც ფლობს.
„ყველა ეს გადასახადები ხელოვნურად არის შექმნილი, რომელთა მოსაგვარებლად ნაღდი ფულია საჭირო. ყოველთვის ერთი და იგივე მეორდება, თუმცა ამჯერად თანხა საკმაოდ გაზრდილი იქნება. ამ გადასახადების გასასტუმრებლად მეტი ნაღდი ფულის ქონაა საჭირო, რაც თავისთავად შესაძლოა საკრედიტო მოცულობის გაზრდის მოტივატორიც გახდეს,“ Michael Moe, GSV Capital-ის დირექტორი.

facebook-ის ჯგუფების ახალი დიზაინი

facebook-ი უკვე აღარ გვაკვირვებს თავისი სიახლეებითა და ცვლილებებით. უკანასკნელი ცვლილება ჯგუფებს შეეხო. შეიცვალა დიზაინი –  “თაიმლაინის”  მსგავსად გაჩნდა “ჰედერი” სადაც ჯგუფის წევრების პროფილის სურათებია განთავსებული.  აქვე შეგიძლიათ ნახოთ ჯგუფის წევრები, ივენთები, ფოტოები და დოკუმენტები.

მილიონი მადლობა ფანებს “ქედბერისაგან”

შოკოლადის მწარმოებელმა კომპანია “ქედბერიმ” თავიანთ ფან–გვერდზე მილიონი ფანის აღსანიშნავად გიგანტური შოკოლადის “like” ღილაკი ააშენეს. მათ ის რძიანი შოკოლადის პატარა ფილებისაგან ააგეს. ვიდეოში კარგად ჩანს როგორ აშენებდნენ კომპანიის თანამშრომლები . მათ ასევე შემოგვთავაზეს “ცხრილი”, რომელშიც აღწერილია რა ხდებოდა  უზარმაზარი შოკოლადის მოდელის მშენებლობისას.