Google + თინეიჯერებისთვის

Google+ უკვე ხელმისაწვდომია თინეიჯერებისთვის(13+), რაც მას Facebook-ისა და MySpace-ის წინააღმდეგ მეტად კონკურენტუნარიანს ხდის.

 

Continue Reading

Twitter-ის მომხმარებლები ცენზურის წინააღმდეგ

გამჟღავნდა ინფორმაცია, რომ სოციალურმა ქსელმა Twitter-მა დანერგა სისტემა, რომლის მეშვეობითაც გარკვეული ქვეყნებისთვის ცალკეულ Tweet-ებს დაბლოკავს.

ინფორმაციის გამჟღავნებისთანავე მიკრობლოგი მომხმარებლების კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა.
კომპანიის მტკიცებით, იგი ამ სისტემას განურჩევლად ყველა შეტყობინებისთვის არ გამოიყენებს. მათივე განმარტებით, სისტემა გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამთავრობო ორგანიზაციები რომელიმე კონკრეტული Tweet-ის მისამართით გამოთქვამენ უკმაყოფილებას. როგორც Twitter ირწმუნება, ახალი სისტემა არ შეცვლის სოციალური ქსელის მიღწევებს და არ შეზღუდავს მომხმარებლის სიტყვის თავისფლებას. მათივე განმარტებით, ეს დამატება მხოლოდ დახვეწავს უკვე არსებულ სისტემას, რომელსაც სოციალური ქსელი იყენებს. Continue Reading

სოციალური მედია – 2012 წელი

2012 წელი – facebook-ს უკვე 800 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. მართლაც, ეს ციფრები, რომელიც წლიდან წლამდე გასაოცარი სისწრაფით იზრდება. გთავაზობთ სოციალური მედიის სტატისტიკას 2012 წლისთვის:

  •  facebook-ის საშუალო მომხმარებელს 130 მეგობარი ყავს და 80 გვერდი მოსწონს.
  • მომხმარებელთა 56%-ის თქმით, უფრო მეტად ყიდულობენ ამა თუ იმ ბრენდს მას შემდეგ, რაც მისი ფანები გახდნენ.
  • ყოველ კვირას,  facebook-ზე 3.5 მილიარდი სხვადასხვა ტიპის კონტენტი შეარდება.

ეს და სხვა საინტერესო სტატისტიკა იხილეთ ქვემოთ მოცემულ სქემებზე:

ქართული ბლოგინგის ბოულინგის დღე 2011

27 სექტემბერს, ჩვენი ფონდის ორგანიზებითა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, ბოულინგ ცენტრალში ქართული ბლოგინგის ბოულინგის დღე გაიმართა.

ბლოგერები

 

 

 

 

 

 

 

 

ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო 70–მდე ქართველმა ბლოგერმა. ქართული ბლოგინგის ბოულინგის დღე საქველმოქმედო ხასიათსაც ატარებდა, ყველა ბლოგერმა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ნაძვის ხის სათამაშო წამოიღო, რომლსაც, ფონდი ბლოგერებთან ერთად ერთად გადასცემს მათ.

ბლოგერები

 

 

 

 

 

 

 

 

ღონისძიების ბოლოს ბოულინგ ცენტრალმა გამარჯვებულები გამოავლინა. ბიჭებს შორის ყველაზე მეტი ქულა ირაკლი ქილიფთარმა დააგროვა, ხოლო გოგოებს შორის გამარჯვებული თიკო გაბუნია გახდა. ასევე გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც.

სოციალური მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდმა ასევე გამოავლინა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ბლოგერები და მათ სერთიფიკატები და საახალწლო სუვენირები გადასცა.

ამგვარი წამახალისებელი ღონისძიების ჩატარებას ფონდი ყოველწლიურად გეგმავს.

ქართული ბლოგინგის ბოულინგის დღე!

 

სოციალური მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდის ორგანიზებით კვირას, 25 დეკემბერს ბოულინგ ცენტრალში ქართული ბლოგინგის ბოულინგის დღე გაიმართება.

გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 23 დეკემბრამდე, ასევე იფიქრეთ ვისთან ერთად იქნებით გუნდში.

ჩემპიონატი საქველმოქმედო ხასიათსაც ატარებს ასე რომ წამოიღეთ ნაძვის ხის სათამაშო რომლითაც, შემდეგ მიუსაფარ ბავშვთა სახლის ნაძვის ხე მოირთვება!

საორგანიზაციო ჯგუფი აარჩევს იმ ბლოგერებს, რომელთაც წვლილი შეაქვთ ქართული ბლოგინგის განვითარებაში და ასევე, დამწყებ, პერსპექტიულ ბლოგერებს.

იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია!

სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად მიჰყევით ლინკს.