გამჟღავნდა ინფორმაცია, რომ სოციალურმა ქსელმა Twitter-მა დანერგა სისტემა, რომლის მეშვეობითაც გარკვეული ქვეყნებისთვის ცალკეულ Tweet-ებს დაბლოკავს.

ინფორმაციის გამჟღავნებისთანავე მიკრობლოგი მომხმარებლების კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა.
კომპანიის მტკიცებით, იგი ამ სისტემას განურჩევლად ყველა შეტყობინებისთვის არ გამოიყენებს. მათივე განმარტებით, სისტემა გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამთავრობო ორგანიზაციები რომელიმე კონკრეტული Tweet-ის მისამართით გამოთქვამენ უკმაყოფილებას. როგორც Twitter ირწმუნება, ახალი სისტემა არ შეცვლის სოციალური ქსელის მიღწევებს და არ შეზღუდავს მომხმარებლის სიტყვის თავისფლებას. მათივე განმარტებით, ეს დამატება მხოლოდ დახვეწავს უკვე არსებულ სისტემას, რომელსაც სოციალური ქსელი იყენებს. Continue Reading →